ჩვენ შესახებ
WEBQ არის ქართული, მოქნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სრულად არის ადაპტირებული ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებზე.
- ვისთვის არის იდეალური: საშუალო ზომის ოფისები, ესთეტიკური ცენტრები, ლაბორატორიები და კლინიკები, სადაც პრიორიტეტულია როგორც ადგილზე მოსული, ისე წინასწარ ჩაწერილი ვიზიტორების ერთიან სისტემაში მართვა, ასევე სხვა უფრო დიდი მაშტაბების მქონე ორგანიზაციებისთვის.
- მაქსიმალური ადაპტაცია: ჩვენი დეველოპერების გუნდი მზადაა, სისტემა პირადად თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს მოარგოს.
მოწინავე ფუნქციონალი: სისტემა აღჭურვილია თანამედროვე ონლაინ ჩაწერის მოდულით, რაც ვიზიტორთა ნაკადის მართვას ამარტივებს.
ფუნქციური სრულყოფილება: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აპარატურა (კიოსკები) ორიენტირებულია მაქსიმალურ ფუნქციურობაზე, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მის ვიზუალურ დახვეწაზე.
- ჩვენი გუნდი გთავაზობთ ადგილზე, ოპერატიულ ტექნიკურ მხარდაჭერას
კომპანია გამოცდილი და მოტივირებული კადრებით არის დაკომპლექტებული, რომელთაც აქვთ გამოცდილება და უნარები შეასრულონ, შექმნან ექსკლუზიური პროდუქტის მოდულები რომელიც უზრუნველჰყოფს ორგანიზაციის წარმატებას.
ჩვენი მიზანი არის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით ორგანიზაციების ხელშეწყობა და დახმარება რიგების მართვაში.









